ვერველევი არის ჩვენი მეღვინის შექმნილი ღვინო, რომელშიც გაერთიანებულია სამი რეგიონის სამი ჯიშის ყურძენი – რაჭული მწვანე, იმერული ცოლიკაური და კახური რქაწითელი; სახელი ვერველევი, ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეურჩია, როგორც ვერ შესალევი ღვინო. საუკეთესოა ქათმის ხორცთან და თევზთან მისართმევად, 10-12 გრადუს ტემპერატურაზე;
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.
