ვერველევი არის ჩვენი მეღვინის შექმნილი ღვინო, რომელშიც გაერთიანებულია სამი რეგიონის სამი ჯიშის ყურძენი – რაჭული მწვანე, იმერული ცოლიკაური და კახური რქაწითელი; სახელი ვერველევი, ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეურჩია, როგორც ვერ შესალევი ღვინო. საუკეთესოა ქათმის ხორცთან და თევზთან მისართმევად, 10-12 გრადუს ტემპერატურაზე;
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ძელშავის და საფერავისგან; აქვს მკვეთრი ლალისფერი; გამოირჩევა ალუბლის და მწიფე ხილის ტონებით; სასიამოვნო დასალევია წითელ ხორცთან, ხილთან და ჩირეულთან მისაყოლებლად.
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ალექსანდროულის გამორჩეული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. მას აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და მდიდარია ჟოლოს და გარეული მარწყვის არომატებით; იდეალურია ხორცთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად. აღებული აქვს 2023 წლის WinExpoზე ბრინჯაოს მედალი.
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.