ალექსანდროული Aleksandrouli

ალექსანდროული Aleksandrouli

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ალექსანდროულის გამორჩეული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. მას აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და მდიდარია ჟოლოს და გარეული მარწყვის არომატებით, რომელსაც თან დასდევს მუხის სასიამოვნო ტონები; იდეალურია ხორცთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად. აღებული აქვს 2023 წლის WinExpoზე ბრინჯაოს მედალი.

მეტის ნახვა

დოქი რაჭული მწვანე-რქაწითელი Doqi Rachuli Mtsvane-Rkatsiteli

დოქი რაჭული მწვანე-რქაწითელი Doqi Rachuli Mtsvane-Rkatsiteli

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.

მეტის ნახვა