უსახელაური Usakhelauri

უსახელაური Usakhelauri

საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო, დამზადებული უსახელაურის ყურძნისგან, რომელიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იზრდება. აქვს შესანიშნავი გარეგნობა, ბრწყინვალე ლალისფერია. სურნელებში კი ჟოლოს, მოცვისა და ტყის კენკრის არომატები ჩნდება. ძალიან გემრიელი წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, საუკეთესოა სხვადასხვა დესერტთან და ხილთან მისაყოლებლად. საუკეთესოა 12-14 C ტემპერატურაზე მისართმევად.

მეტის ნახვა

ხვანჭკარა Khvanchkara

ხვანჭკარა Khvanchkara

წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან მზადდება, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ღვინო ლალისფერი შეფერილობისაა, კიდეებში იასამნისფერი რკალით. ახასიათებს ზომიერი მჟავიანობა. სურნელზე იკვეთება მარწყვის, ჟოლოსა და ტყის კენკრის არომატები. შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან, ტკბილეულთან, თხილთან და სხვა დესერტთან.   საუკეთესოა 12-15 C ტემპერატურაზე მისართმევად.

მეტის ნახვა

ალექსანდროული Aleksandrouli

ალექსანდროული Aleksandrouli

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ალექსანდროულის გამორჩეული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. მას აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და მდიდარია ჟოლოს და გარეული მარწყვის არომატებით, რომელსაც თან დასდევს მუხის სასიამოვნო ტონები; იდეალურია ხორცთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად. აღებული აქვს 2023 წლის WinExpoზე ბრინჯაოს მედალი.

მეტის ნახვა

ბარაკონი Barakoni

ბარაკონი Barakoni

ბარაკონი ნახევარად მშრალი ღვინო, დამზადებულია ალექსანდროულის, მუჯურეთულის და ძელშავის ჯიშის ყურძნისგან; აქვს სასიამოვნო ლალისფერი; გამორჩეული ჟოლოს, კენკრის და ჯიშური არომატები; შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან, ტკბილეულთან, ჩირებთან და სხვა დესერტთან.   საუკეთესოა 12-13 C ტემპერატურაზე მისართმევად.

მეტის ნახვა

დოქი რაჭული მწვანე-რქაწითელი Doqi Rachuli Mtsvane-Rkatsiteli

დოქი რაჭული მწვანე-რქაწითელი Doqi Rachuli Mtsvane-Rkatsiteli

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.

მეტის ნახვა

როზე Rose

როზე Rose

როზე დამზადებულია რაჭული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. გამოირჩევა ბროწეულის და კოწახურის არომატებით. იდეალურია მშრალ ნამცხვართან, ხილთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად.   

მეტის ნახვა