საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო, დამზადებული უსახელაურის ყურძნისგან, რომელიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იზრდება. აქვს შესანიშნავი გარეგნობა, ბრწყინვალე ლალისფერია. სურნელებში კი ჟოლოს, მოცვისა და ტყის კენკრის არომატები ჩნდება. ძალიან გემრიელი წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, საუკეთესოა სხვადასხვა დესერტთან და ხილთან მისაყოლებლად. საუკეთესოა 12-14 C ტემპერატურაზე მისართმევად.