თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.