საამური ჩვენი მეღვინის შექმნილი თეთრი მშრალი ღვინოა, რაჭული თეთრას და მწვანეს არომატებით მივიღეთ ძალიან სასიამოვნოდ მისართმევი ღვინო; საამური ძალიან უხდება თეთრ ხორცხ, თევზეულს, ჩირეულს
ვერველევი არის ჩვენი მეღვინის შექმნილი ღვინო, რომელშიც გაერთიანებულია სამი რეგიონის სამი ჯიშის ყურძენი – რაჭული მწვანე, იმერული ცოლიკაური და კახური რქაწითელი; სახელი ვერველევი, ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეურჩია, როგორც ვერ შესალევი ღვინო. საუკეთესოა ქათმის ხორცთან და თევზთან მისართმევად, 10-12 გრადუს ტემპერატურაზე;
როზე დამზადებულია რაჭული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. გამოირჩევა ბროწეულის და კოწახურის არომატებით. იდეალურია მშრალ ნამცხვართან, ხილთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად.