ხვანჭკარა Khvanchkara

ხვანჭკარა Khvanchkara

წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან მზადდება, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ღვინო ლალისფერი შეფერილობისაა, კიდეებში იასამნისფერი რკალით. ახასიათებს ზომიერი მჟავიანობა. სურნელზე იკვეთება მარწყვის, ჟოლოსა და ტყის კენკრის არომატები. შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან, ტკბილეულთან, თხილთან და სხვა დესერტთან.   საუკეთესოა 12-15 C ტემპერატურაზე მისართმევად.

მეტის ნახვა