ბარაკონი ნახევარად მშრალი ღვინო, დამზადებულია ალექსანდროულის, მუჯურეთულის და ძელშავის ჯიშის ყურძნისგან; აქვს სასიამოვნო ლალისფერი; გამორჩეული ჟოლოს, კენკრის და ჯიშური არომატები; შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან, ტკბილეულთან, ჩირებთან და სხვა დესერტთან. საუკეთესოა 12-13 C ტემპერატურაზე მისართმევად.
როზე დამზადებულია რაჭული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. გამოირჩევა ბროწეულის და კოწახურის არომატებით. იდეალურია მშრალ ნამცხვართან, ხილთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად.