ვერველევი Vervelevi

ვერველევი არის ჩვენი მეღვინის შექმნილი ღვინო, რომელშიც გაერთიანებულია სამი რეგიონის სამი ჯიშის ყურძენი –  რაჭული მწვანე, იმერული ცოლიკაური და კახური რქაწითელი; სახელი ვერველევი, ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეურჩია, როგორც ვერ შესალევი ღვინო. საუკეთესოა ქათმის ხორცთან და თევზთან მისართმევად, 10-12 გრადუს ტემპერატურაზე;

ყიდვა

ტვიში Tvishi

თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო დამზადებულია ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ტვიშის მიკროზონაშია გაშენებული. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. გამოირჩევა კომშის და მინდვრის ყვავილების ნაზი და დახვეწილი არომატით. საუკეთესოა ფრინველის თეთრ ხორცთან, სალათებთან, თევზთან, ყველთან და მშრალ ნამცხვართან მისაყოლებლად.  საუკეთესოა 8-10 C ტემპერატურაზე მისართმევად.

ყიდვა

ცოლიკაური მუხის კასრში დავარგებული Tsolikauri Aged in Oak

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან,  რომელიც დავარგებულია მუხის კასრში; ღვინო გამოირჩევა ნათელი, სასიამოვნო ოქროსფერით. ახასიათებს მინდვრის ყვავილების, თეთრი ატმისა და გარგარის სასიამოვნო დახვეწილი არომატები და გამდიდრებული მოხის ტონებით; საუკეთესოა ხორციან კერძებთან, თევზთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან მისაყოლებლად. საუკეთესოა 6-8C ტემპერატურაზე მისართმევად.

ყიდვა

ღვინო რაჭულად წითელი Gvino Rachulad Red

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ძელშავის და საფერავისგან; აქვს მკვეთრი ლალისფერი; გამოირჩევა ალუბლის და მწიფე ხილის ტონებით;  სასიამოვნო დასალევია წითელ ხორცთან, ხილთან და ჩირეულთან მისაყოლებლად.

ყიდვა

როზე Rose

როზე დამზადებულია რაჭული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. გამოირჩევა ბროწეულის და კოწახურის არომატებით. იდეალურია მშრალ ნამცხვართან, ხილთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად.   

ყიდვა

უსახელაური Usakhelauri

საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო, დამზადებული უსახელაურის ყურძნისგან, რომელიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იზრდება. აქვს შესანიშნავი გარეგნობა, ბრწყინვალე ლალისფერია. სურნელებში კი ჟოლოს, მოცვისა და ტყის კენკრის არომატები ჩნდება. ძალიან გემრიელი წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, საუკეთესოა სხვადასხვა დესერტთან და ხილთან მისაყოლებლად. საუკეთესოა 12-14 C ტემპერატურაზე მისართმევად.

ყიდვა

ალექსანდროული Aleksandrouli

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ალექსანდროულის გამორჩეული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. მას აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და მდიდარია ჟოლოს და გარეული მარწყვის არომატებით; იდეალურია ხორცთან, ყველთან და სალათებთან მისაყოლებლად. აღებული აქვს 2023 წლის WinExpoზე ბრინჯაოს მედალი.

ყიდვა

დოქი რაჭული მწვანე-რქაწითელი Doqi Rachuli Mtsvane-Rkatsiteli

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო ელფერი. ხასიათდება ძალიან მდიდარი ბუკეტით: გაზაფხულის ყვავილების სასიამოვნო არომატები გამდიდრებული ციტრუსის ტონებით. შესანიშნავი მისაყოლებელია ხორციან კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან.

ყიდვა